„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ მფლობელმა, ჯინი ბასმა განაცხადა, რომ კალიფორნიული კლუბი ამოიღებს ხმარებიდან ლებრონ ჯეიმსის ნომერს.
მაგრამ NBA-ის ჟურნალისტმა, მარკ მედინამ დაწერა, რომ „ლეიკერსი“ ამას მხოლოდ ერთი პირობით გააკეთებს.
„„ლეიკერსში“ ნომრის ხმარებიდან ამოღების სტანდარტი იმაში მდგომარეობს, რომ კალათბურთელი უნდა მოხვდეს დიდების დარბაზში. მე აბსოლუტურად არ მეპარება ეჭვი, რომ ლებრონს შეიყვანენ კალათბურთის დიდების დარბაზში.
როცა ეს მოხდება, ჩვენ მის მაისურს დავკიდებთ არენის ჭერში. ამაში ეჭვი არავის ეპარება“, – განაცხადა ჯინი ბასმა.
„ლეიკერსში“ ლებრონ ჯეიმსი თამაშობდა მე-6 და 23-ე ნომრებით. მართალია, ბასს არ უთქვამს, რომელ ნომერს ამოიღებენ ხმარებიდან, მაგრამ თითქმის ზუსტად შეიძლება იმის თქმა, რომ ეს იქნება 23-ე ნომერი, რადგან ერთი წლის წინ NBA-მ გამოაცხადა, რომ არცერთ გუნდში აღარ გამოყენებენ მე-6 ნომერს, რომელიც გარდაცვლილ ბილ რასელს ეკუთვნოდა.