ლეიკემიით დაავადებული მიხაილოვიჩი სერბეთში წლის მწვრთნელად აღიარეს
ლეიკემიით დაავადებული მიხაილოვიჩი სერბეთში წლის მწვრთნელად აღიარეს

სერია A-ს კლუბ „ბოლონიას“ დამრიგებელი სინიშა მიხაილოვიჩი სერბეთში წლის მწვრთნელი გახდა. ქვეყნის საფეხბურთო ასოციაცია საკუთარ „ოქროს ბურთს“ საუკეთესო ფეხბურთელსა და საუკეთესო მწვრთნელს ჩუქნის.

50 წლის მიხაილოვიჩს 2019 წელს ლეიკემია აღმოუჩინეს. მწვრთნელმა უკვე გაიარა ქიმიოთერაპიის სამი კურსი. ასევე განხორციელდა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია. ამასთან, მიხაილოვიჩი შეძლებისდაგვარად მონაწილეობდა გუნდის მზადებაში. ხანდახან, ის ვიდეოკავშირის მეშვეობით ატარებდა ვარჯიშებს.

2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელად სერბეთში ამსტერდამის „აიაქსის“ ნახევარმცველი დუშან ტადიჩი აღიარეს, რომელმაც გუნდთან ერთად მოიგო ჰოლანდიის ჩემპიონატი და თასი, აგრეთვე, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა.