„ლეიბორისტულმა პარტიამ“ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის უსკო-ში პარტიული სია და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
„ლეიბორისტულმა პარტიამ“ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის უსკო-ში პარტიული სია და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

„ლეიბორისტულმა პარტიამ“ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის უსკო-ში პარტიული სია და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

პარტიული სიის სათავეშია ზურა ლომია.

„პარტიული სიის პრეზენტაციასა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ და შესაბამისად, ამომრჩეველი უფრო მეტ ინფორმაციასაც მაშინ გაიგებს“, – განაცხადა ლომიამ.

ბათუმში „ლეიბორისტული პარტიის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი უმაღლეს საბჭოში გენადი დიასამიძე იქნება, მთიან აჭარაში – უშანგი ცეცხლაძე, ქობულეთში კი პარტიას კანდიდატი არ ეყოლება.