„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიები შეხვედრას მართავენ
„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიები შეხვედრას მართავენ

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეიკრიბნენ.

„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პარტიები დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ საკუთარ აზრს, რის შემდეგაც საერთო განცხადებას გაავრცელებენ.

მან კვლავ განმარტა, რომ ითხოვენ საარჩევნო სისტემის შეცვლას და პატიმრების გათავისუფლებას.

„საკითხი არის ძალიან მარტივი – პირველი, მოთხოვნა არის ერთიანი, რომ როგორც პოლიტპატირების გათავისუფლება, ასევე საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს. მეორე – ამას უჭერს სრულად მხარს ევროკავშირი და ამას უჭერს სრულად მხარს აშშ, რადგან მათი წარმომადგენლები ესწრებოდნენ ამ მოლაპრაკებას და აქ ყველა საკითხი დასრულებულია, როგორც გახარიას უთქვამს, წერტილი დავსვათ, თუ გნებავთ. მესამე – დღეს ვიკრიბებით, რომ კიდევ ერთხელ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ დააფიქსიროს საკუთარი აზრი, რის შემდეგაც საერთო განცხადებას გავავრცელებთ და იმედი მაქვს, აქ სხვაობა არ იქნება ჩვენს პოზიციებში. ყველა ვიქნებით ერთიანები, ჩვენს ერთიან პოზიციას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ეს უნდა გვესმოდეს. თუ ჩვენ რაღაცას წავუყურებთ, რაღაც დათმოაბზე ვინმე იფიქრებს, „ქართული ოცნება“ მიჩვეულია გადაგდებას, მოტყუებას, თაღლითობას და ის ყველაფერში გადაგვაგდებს. არც ერთი ნაბიჯი უკან, ყველა ნაბიჯი წინ“, – აღნიშნა შეხვედრის დაწყებამდე გიორგი ვაშაძემ.