ლეიბორისტული პარტიის დეპუტატთა უმრავლესობამ კირ სტარმერის შემცვლელად ენდი ბერნემს დაუჭირა მხარი
ლეიბორისტული პარტიის დეპუტატების უმრავლესობამ კირ სტარმერის შემცვლელად ენდი ბერნემის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც „ბიბისი“ წერს, 403 ლეიბორისტი პარლამენტარიდან ბერნემს 322-მა დაუჭირა მხარი, რადგან ის ერთადერთ გამოცხადებულ კანდიდატად რჩება.
ზოგიერთი პარლამენტარი აცხადებს, რომ ვერ შეძლეს ხმის მიცემა, მაგრამ მხარს დაუჭერენ ბერნემს, როგორც კი პარლამენტში დაბრუნდებიან. არჩევნებში თუ სხვა არავინ მიიღებს მონაწილეობას, ბერნემი მომავალ კვირას ლეიბორისტული პარტიის ლიდერად გამოცხადდება, ვიდრე 20 ივლისს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.
როგორც ბერნემმა აღნიშნა, „ღრმად მადლიერია“ ლეიბორისტული პარტიის პარლამენტის წევრების, რომლებმაც პარტიის ლიდერად წარადგინეს. მისი თქმით, მხარდაჭერა მთელი პარტიისგან მოდიოდა და ასახავდა „ერთობლივ რწმენას, რომ ბრიტანეთს პოლიტიკისადმი ახალი მიდგომა სჭირდება“.