„ლეიბორისტული პარტია“ სემეკ-თან აქციას მართავს
„ლეიბორისტული პარტია“ სემეკ-თან აქციას მართავს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან „ლეიბორისტული პარტია“ აქციას მართავს.

პარტიის წევრები ბუნებრივი აირის ტარიფს აპროტესტებენ. მათ პროტესტის ნიშნად წითელი ჟილეტები გადაიცვეს.

ადგილზე იმყოფება პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

„როგორც მოგეხსენებათ, ოლიგარქიულმა რეჟიმმა გაინაღდა საპრეზიდენტო ინსტიტუტი. ფულები რაც დახარჯა, უნდა, რომ ასმაგად ამოიღოს ჩვენი ხალხისგან. დღეს აპირებენ ტარიფის გაძვირებას. მთელი ევროპა შეაზანზარა ყვითელ ჟილეტიანთა მოძრაობამ, მთელი პარიზი. ჩვენ ვიწყებთ მოძრაობას წითელი ჟილეტებით“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნული კომისია დღეს გაზის ტარიფის პროექტზე მსჯელობს. სემეკ-ის პროექტის თანახმად, თბილისში ბუნებრივი აირის ტარიფი მცირედით დაიკლებს.