ლეგიონი „აზოვი“ – მარიუპოლის დაცვა გრძელდება

16:48, 18.04.2022

მარიუპოლის დაცვა გრძელდება, – ამ ინფორმაციას ლეგიონი „აზოვი“ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. ინფორმაციას ერთვის ვიდეოც.

„მარიუპოლის დაცვა გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ მტერს გაცილებით მეტი ძალა ჰყავს. ლეგიონი „აზოვის“ მებრძოლები ახორციელებენ კონტრშეტევას“, – ნათქვამია „ტვიტერის“ შეტყობინებაში.

შეგახსენებთ, რომ მარიუპოლის დაკავებას რუსეთის სამხედროები უკვე 50 დღეზე მეტია უშედეგოდ ცდილობენ.

მსგავსი