ლეგიონი „აზოვი“ მარიუპოლიდან სამოქალაქო პირების, დაღუპულებისა და დაჭრილებისთვის მწვანე დერეფანს ითხოვს

23:52, 18.04.2022
The Azovstal Steel and Iron Works facility operated by Metinvest Group, a unit of SCM Holdings, beyond housing in Mariupol, Ukraine, on Saturday, Jan. 15, 2022. Despite a stuttering diplomatic track and a large cyber attack last week on Ukrainian government websites, there are no signs of preparations for war in Mariupol, just miles from the front lines in Ukraine. Photographer: Christopher Occhicone/Bloomberg

ლეგიონ „აზოვის“ მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი დენის პროკოპენკო მსოფლიო ლიდერებს სთხოვს, მარიუპოლიდან სამოქალაქო პირების, ასევე დაჭრილი მებრძოლებისა და ცხედრების ევაკუაციას გაუწიონ ორგანიზება. შესაბამისი მიმართვა პროკოპენკომ ტელეარხ „ტელეგრამშიგაავრცელა.

მისი თქმით, ქარხანა „აზოვსტალის“ ტერიტორიას ასობით მშვიდობიანი მცხოვრები – ქალები, ბავშვები და მოხუცები აფარებენ თავს. მისი თქმით, ეს კარგად იციან, რუსმა ოკუპანტებმა და მათმა კოლაბორანტებმა, თუმცა მაინც ბომბავენ თავშესაფარს.

„არავის სჯერა ოკუპანტების, ამიტომ მე მოვუწოდებ მთელი ცივილიზებული მსოფლიოს პოლიტიკოსებს, გაუწიეთ ორგანიზება მწვანე დერეფანს, უზრუნველყავით უსაფრთხოების გარანტიები, რათა დაუყოვნებლივ განხორციელდეს სამოქალაქო პირების, ასევე დაჭრილების და მოკლული მებრძოლების ცხედრების ევაკუაცია, რომლებიც პატივით დაკრძალვას იმსახურებენ“, – განაცხადა პროკოპენკომ.

რუსეთის ძალებს აზოვის ზღვისპირა ქალაქი მარიუპოლი პირველი მარტიდან ბლოკადაში ჰყავთ. ქალაქის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, ამჟამად მარიუპოლში 100 ათასი მცხოვრები იმყოფება, ხოლო კიდევ 50 ათასი სამოქალაქო პირი ქალაქის შემოგარენში სოფლებში ელოდება დახმარებას და ევაკუაციას.

17 აპრილს უკრაინის გენშტაბმა განაცხადა, რომ რუსეთის არმია სავარაუდოდ მარიუპოლში საზღვაო-სადესანტო ოპერაციის ჩასატარებლად ემზადება.

მსგავსი