ლეგიონ „აზოვის“ მებრძოლები დაჭრილი სამხედროების დაუყოვნებლივ ევაკუაციას ითხოვენ
ლეგიონ „აზოვის“ მებრძოლები დაჭრილი სამხედროების დაუყოვნებლივ ევაკუაციას ითხოვენ

ლეგიონ „აზოვის“ მებრძოლები დაჭრილი სამხედროების ფოტოებს აქვეყნებენ და მათ დაუყოვნებლივ ევაკუაციას ითხოვენ.

„მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს ის პირობები, რაშიც დაჭრილი სამხედროები, მარიუპოლის მცველები არიან და იმოქმედონ. სრულ ანტისანიტარიაში, ღია ჭრილობებით. გადახვეული ანტისანიტარიული სახვევებით. აუცილებელი მედიკამენტებისა და საკვების გარეშეც კი“, – ნათქვამია განცხადებაში.

მარიუპოლის მცველები ამბობენ, რომ აუცილებელია, დაჭრილი სამხედროების სასწრაფო ევაკუაცია უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

შეგახსენებთ, 7 მაისს „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. ევაკუაციის შემდეგ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მთავრობა აქტიურად მუშაობს ევაკუაციის მეორე ფაზაზე, რაც ქარხნის ტერიტორიიდან დაჭრილი სამხედროების გამოყვანას გულისხმობს.