ლეგიონ „აზოვის“ ინფორმაციით, ქარხანა „აზოვსტალის“ შტურმი გრძელდება [ვიდეო]
ლეგიონ „აზოვის“ ინფორმაციით, ქარხანა „აზოვსტალის“ შტურმი გრძელდება [ვიდეო]

ლეგიონ „აზოვის“ ინფორმაციით, ქალაქ მარიუპოლში მდებარე ქარხანა „აზოვსტალის“ შტურმი გრძელდება.

როგორც ლეგიონის ტელეგრამის არხით გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მებრძოლები კვლავაც იცავენ თავს.

„მარიუპოლის მცველები ინტენსიური ცეცხლის პირობებში თავდაცვას ინარჩუნებენ. მტერი იყენებს ავიაციას, არტილერიას და სახმელეთო ჯარს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამავე ცნობას თან ახლავს „აზოვსტალის“ დაბომბვის კადრები.