ლეგიონ „აზოვის“ ერთ-ერთი მეთაური მსოფლიოს მიმართავს, გააკეთონ ყველაფერი მარიუპოლის გასათავისუფლებლად
ლეგიონ „აზოვის“ ერთ-ერთი მეთაური მსოფლიოს მიმართავს, გააკეთონ ყველაფერი მარიუპოლის გასათავისუფლებლად

ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი ვიდეომიმართვაში მსოფლიოს მიმართავს, გააკეთონ ყველაფერი მარიუპოლის გასათავისუფლებლად.

მისი თქმით, ყოველ სამ წუთში ერთხელ, საავიაციო ბომბები ცვივა, საოკუპაციო ძალები კი უკრაინელი დამცველების პოზიციების შტურმით აღებას ცდილობენ.

პალამარი აღნიშნავს, რომ უკრაინელები ბოლო ძალებით იმაგრებენ თავს და საჭიროა ხალხის გაყვანა.

„დღეს დიდი დღეა და ამის მიუხედავად, მტერი განაგრძობს საავიაციო ბომბების ჩამოყრას, ისვრის საკრუიზო არტილერიიდან, ტანკებიდან, ქვეითები შტურმს ცდილობენ. მინდა, რომ ეს დღე ფრონტზე, სახლსა თუ გადასახლებაში თითოეული ფასეულობებზე დაფიქრდეს. ომის მე-60 დღეა, თითოეულმა იცის, რომ მატერიალურად ეს არაფერია იმასთან შედარებით, რომ საკუთარ შვილებს ჩავეხუტოთ, ახლობლებს ვესაუბროთ და სიჩუმით დავტკბეთ. ამ დროს, როდესაც თქვენ სააღდგომო სურათებს აზიარებთ, მარიუპოლში მტერი ბომბებს ყრის უდანაშაულო ბავშვების თავზე“,- განაცხადა ლეგიონ „აზოვის“ ერთ-ერთმა მეთაურმა.

მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მარიუპოლიდან ხალხის გასათავისუფლებლად ძალისხმევას არ იშურებს.