ლეგენდარული შენგელიას შვილიშვილის გოლით - საქართველოს 18-წლამდელებმა შვეიცარიასთან ფრეს მიაღწიეს [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს 18-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, შვეიცარიის ტურნე მასპინძლებთან მეორე მატჩით დაასრულა. ლაშა ფირცხალაიშვილის გაწვრთნილებმა პირველი მატჩი შვეიცარიელებს 2:1 მოუგეს, ახლა კი ფრეს დასჯერდნენ.
ამჯერად მასპინძლები დაწინაურდნენ და ისევე როგორც წინა შეხვედრაში, თავი ნანდო ტოგენბურგერმა გამოიჩინა. მან საჯარიმოში დასწრებაზე ითამაშა და მე-15-ე წუთზე ანგარიშის გახსნა შეძლო.
პირველი ტაიმის მიწურულს ნახევარმცველის, გაბრიელ სიგუას დარტყმული მეკარემ მოიგერია და შვეიცარიელების მიერ გატანილი გოლის თითქმის იდენტური, დავით გოცირიძემ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.
აღსანიშნავია, რომ „საბურთალოს“ 18 წლის თავდამსხმელი დავით გოცირიძე ქობულეთის „შუქურას“ მთავარი მწვრთნელის, რევაზ გოცირიძის ვაჟი და ქართული ფეხბურთის ლეგენდის, რამაზ შენგელიას შვილიშვილია. მას საინტერესო ისტორია აქვს – ვარჯიში „დინამო თბილისის“ აკადემიაში თავდამსხმელად დაიწყო, მერე გახდა მეკარე, მაგრამ 13 წლის ასაკში „საბურთალოში“ გადავიდა და ისევ თავდამსხმელად დაიწყო თამაში.
ეს გუნდი მიმდინარე წლის ივნისიდან 19-წლამდე ნაკრები გახდება, რომელიც ოფიციალური შეხვედრების სერიას, 2022 წლის სექტემბერში, 2023 წელს მალტაზე გასამართი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მატჩებით დაიწყებს.