საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ლუქსემბურგს დაუზავდა #1TVSPORT
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ლუქსემბურგს დაუზავდა #1TVSPORT

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ლუქსებურგის 19-წლამდელთა გუნდთან პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ფრედ დაასრულა – 1:1.

შეხვედრაში, რომელიც დიფერდანჟის მუნიციაპლურ სტადიონზე გაიმართა, ანგარიში 26-ე წუთზე ალეკო ბასილაძემ გახსნა, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა. მასპინძლებმა ანგარიში 38-ე წუთზე ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანით გაათანაბრეს.

ლუქსემბურგი – საქართველო 1:1

გოლები: 0:1 ალეკო ბასილაძე (26), 1:1 აიმან დარდარი (38).

საქართველო: კოპალიანი, ნარიმანიძე, ლომინაძე (65. ხაჩიძე), გიუნაშვილი, გობეშია, ჩიქოვანი (45. ფეიქრიშვილი), ყველაშვილი, გეგუჩაძე, პარკაძე (65. ცეცხლაძე), ბასილაძე (77. ნინიძე), მაცაბერიძე (45. ტაბატაძე),

სათადარიგოები: კურტანიძე, ბუკია, ნიკოლაიშვილი, ფრიდონიშვილი.

მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

შემდეგ შეხვედრას ლუქსემბურგის წინააღმდეგ 18-წლამდელები 16 თებერვალს ჩაატარებენ.