ვასილ მაისურაძემ 18-წლამდელთა ნაკრები შეკრიბა - გუნდი ლუქსემბურგთან ამხანაგურ მატჩებს გამართავს #1TVSPORT
ვასილ მაისურაძემ 18-წლამდელთა ნაკრები შეკრიბა - გუნდი ლუქსემბურგთან ამხანაგურ მატჩებს გამართავს #1TVSPORT

ვასილ მაისურაძემ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები შეკრიბა – გუნდი 14 და 16 თებერვალს სტუმრად ლუქსემბურგის 19-წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელიც წელს ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში ითამაშებს.

ვასილ მაისურაძის ხელმძღვანელობით, 18-წლამდე ნაკრებმა შემოდგომაზე რუსთავში ორი მატჩი გამართა აზერბაიჯანის წინააღმდეგ – ერთი მატჩი სტუმრების გამარჯვებით დასრულდა, ერთი ჩვენმა ასაკობრივმა ნაკრებმა მოიგო.

ლუქსემბურგთან მომავალი მატჩებისთვის მთავარმა მწვრთნელმა 22 ფეხბურთელი გამოიძახა.

მეკარეები: სოსო კოპალიანი („ლოკომოტივი“ თბილისი), რეზი კურტანიძე („საბურთალო“).

მცველები: გიორგი ნიკოლაიშვილი, სანდრო ნარიმანიძე, გიორგი ტაბატაძე (სამივე – „საბურთალო“), თენგიზ გობეშია, ნიკოლოზ ჩიქოვანი, ნიკოლოზ ცეცხლაძე (სამივე – „დინამო თბილისი“), დავით ბუკია, სანდრო ლომინაძე (ორივე – „ლოკომოტივი“ თბილისი), აკაკი გიუნაშვილი („კოლხეთი“ ფოთი).

ნახევარმცველები: საბა მაცაბერიძე, ნიკოლოზ კანტიძე, საბა გეგუჩაძე, ნიკოლოზ ყველაშვილი, ნიკოლოზ ნინიძე, გივი ხაჩიძე (ყველა – „საბურთალო“), ლექსო ფეიქრიშვილი, ლუკა ფრიდონიშვილი (ორივე – „დინამო თბილისი“), ალეკო ბასილაძე („ტორპედო“ ქუთაისი).

თავდამსხმელები: ალექსანდრე თურქია, ლუკა პარკაძე (ორივე – „დინამო თბილისი“).

14 თებერვალი, 18:00: ლუქსემბურგი – საქართველო

16 თებერვალი, 18:00: ლუქსემბურგი – საქართველო