ლეგენდარული მწვრთნელი ვახტანგ სალუქვაძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა #1TVSPORT
ვახტანგ სალუქვაძე შვილის, ნინო სალუქვაძის პირადი მწვრთნელი იყო. სწორედ მისი ძალისხმევით ნინო სალუქვაძე 2024 წელს პარიზის ოლიმპიურ სასროლეთზე საკუთარ ძალებს უკვე მეათედ მოსინჯავს.
ვახტანგ სალუქვაძის დამსახურებით კიდევ ერთი რეკორდი დაფიქსირდა – ოლიმპიურ თამაშებზე ნინო სალუქვაძემ ვაჟთან, ცოტნე მაჭავარიანთან ერთად იასპარეზა.
ვახტანგ სალუქვაძე იყო სსრკ ჩემპიონი პირად პირველობაში (1967) და ხუთგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1962, 66, 68, 70, 72), სსრკ ხალხთა IV სპარტაკიადის ჩემპიონი პირად ასპარეზობაში, II და IV სპარტაკიადების მესამე პრიზიორი გუნდურში (1959, 67). ოლიმპიურ ჩემპიონ ნინო სალუქვაძის მამა და მწვრთნელი. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, სსრკ დამსახურებული მწვრთნელი.
1972 – მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მინსკი (მშ – 4. გუნდური)
1972 – პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მინსკი (მპ – 6. გუნდური. 555 ქულა)
1970 – მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ოდესა (ნპ-2. გუნდური. 1487 ქულა)
1968 – პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. კიევი (მპ-6. გუნდური. 2212 ქულა)
1968 – მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. კიევი (აშ – 6. 560 ქულა)
1967 – პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი (მცირეკალიბრიანი პისტოლეტი – 6. 561 ქულა)
1967 – მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი (მპ-6. გუნდური. 2209 ქულა)
1966 – პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. კიევი (მპ – 6 გუნდური – 2257 ქულა)