ლეგენდარული მოფარიკავე გურამ კოსტავა 87 წლის ასაკში გარდაიცვალა #1TVSPORT
ქართული ფარიკაობის ლეგენდა, დაშნით მოფარიკავე გურამ კოსტავა 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გურამ კოსტავა იყო მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში (1961, 1963), ორგზის – მეორე (1959,1966) და ორგზის მესამე ადგილის პრიზიორი (1963, 1965).
1960 წელს რომის ოლიმპიურ თამაშებზე გახდა მესამე ადგილის პრიზიორი გუნდურ ასპარეზობაში, 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადის მესამე ადგილის პრიზიორი პირად ჩათვლაში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი პირად ჩათვლაში (1961), საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1960). მიღებული აქვს სპორტის რაინდის წოდება (2016).