ლეგენდარული გიტარისტი ედი ვან ჰალენი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლეგენდარული გიტარისტი ედი ვან ჰალენი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული გიტარისტი ედი ვან ჰალენი, ცნობილი როკ-ჯგუფის „ვან ჰალენის“ დამფუძნებელი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამერიკული მედიის ცნობით, მუსიკოსის გარდაცვალების მიზეზი ყელის კიბო გახდა.

„არ მჯერა, რომ ამის დაწერა მიწევს, თუმცა მამაჩემი ედვარდ ლოდევეიკ ვან ჰალენი დღეს დილით კიბოსთან ხანგრძლივ და მძიმე ბრძოლაში დამარცხდა“, – წერს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ მუსიკოსის შვილი ვოლფგანგ ვან ჰალენი.

ედი ვან ჰალენი ჟურნალ „როლინგ სთოუნის“ ყველა დროის საუკეთესო გიტარისტების ასეულში შედიოდა.

დატოვე კომენტარი