ლეძაძამე-კვაუთის დამაკავშირებელი დროებითი ხიდის მოწყობის სამუშაოები დაიწყო
ლეძაძამე-კვაუთის დამაკავშირებელი დროებითი ხიდის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

სენაკის მუნიციპალიტეტში, ლეძაძამე-კვაუთის დამაკავშირებელი დროებითი ხიდის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.

დროებითი ხიდისთვის ამ ეტაპზე ბურჯების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. დღესვე მოხდება დროებითი ხიდის კონსტრუქციის ტრანსპორტირება, რის შემდეგაც განხორციელდება ხიდის მონტაჟი.

შეგახსენებთ, ადიდებულმა მდინარე ტეხურამ ლეძაძამე-კვაუთის საავტომობილო ხიდი 10 აგვისტოს, ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა დაანგრია და 80-მდე ოჯახი გარე სამყაროს მოწყვიტა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში სტიქიის მომენტიდან ჩაერთო და ტექნიკის სრული მობილიზება მოახდინა.

დატოვე კომენტარი