ლებრონი, კარი, დურანტი, ტეიტუმი და დევისი მზად არიან, პარიზის ოლიმპიადაზე ითამაშონ #1TVSPORT
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ოთხგზის ჩემპიონი და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლებრონ ჯეიმსი, რომელსაც დეკემბერში 39 წელი უსრულდება, 2024 წელს პარიზის ოლიმპიადაზე აშშ-ის ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა, – წერს გამოცემა The Athletic-ის ინსაიდერი შემს ჩარანია.
ჟურნალისტის ინფორმაციით, ლებრონს კონტაქტი ჰქონდა სტეფენ კარისთან (გოლდენ სტეიტი), კევინ დურანტთან (ფინიქსი), ენტონი დევისთან (ლეიკერსი), ჯეისონ ტეიტუმთან (ბოსტონი) და დრეიმონდ გრინთან (გოლდენ სტეიტი) – ყველანი მზად არიან დააკომპლექტონ აშშ-ის ნაკრების შემადგენლობა მომავალი წლის ზაფხულში.
როგორც ჩარანია აღნიშნავს, ასევე დაინტერესებულნი არიან ოლიმპიადაზე თამაშით დევინ ბუკერი (ფინიქსი), დემიან ლილარდი (პორტლენდი), დე’აარონ ფოქსი (საკრამენტო) და კაირი ირვინგი (დალასი).
ამერიკის შეერთებულ შტატებს მოგებული აქვს ბოლო ოთხი ოლიმპიადა, მაგრამ მედლების გარეშე დარჩა ბოლო ორ მსოფლიო ჩემპიონატზე.