ლებრონ ჯეიმსი „ლეიკერსთან“ ორი წლით გააგრძელებს კონტრაქტს - გარიგების ღირებულება 97.1 მილიონი დოლარია # 1TVSPORT
„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა კალიფორნიულ კლუბთან კონტრაქტის მაქსიმალურ გახანგრძლივებას მიაღწია.
ამერიკული პრესის ცნობით, 37 წლის კალათბურთელის მიმდინარე ერთწლიან ხელშეკრულებას კიდევ ორი წელი დაემატება, რომლის სანაცვლოდაც ჯეიმსი 97.1 მილიონ დოლარს მიიღებს. ამასთან, ლებრონს 2024 წელს ხელშეკრულების ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობა ექნება.
ასე რომ, ჯეიმსის საერთო ხელფასი კარიერაში 532 მილიონ დოლარს გაუტოლდება, რაც სარეკორდო მაჩვენებელი გახდება NBA-ის ისტორიაში.
ლებრონ ჯეიმსი „ლეიკერსში“ 2018 წლიდან თამაშობს. 2020 წელს ის გუნდს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა.