„ბარსელონას“ ყოფილი დამრიგებელი ლუის ენრიკე, დიდი ალბათობით, ლონდონის „ჩელსის“ ჩაუდგება სათავეში, – ამტკიცებს ფრანგული გაზეთი Le Parisien-ი.
47 წლის სპეციალისტმა უკვე უთხრა უარი „პარი სენ-ჟერმენის“ წინადადებას და ინგლისური ენის კურსებზე დაიწყო სიარული.
იტყობინებიან, რომ „ჩელსიმ“ ლუის ენრიკეს ზაფხულის ტრანსფერებისთვის საჭირო თანხის გამოყოფის გარანტია მისცა.
ცოტა ხნის წინ დაიწერა, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ნეიმარმა პარიზული კლუბისთვის მწვრთნელად ლუის ენრიკე მოითხოვა.