Le Parisien - ლუის ენრიკე და „ჩელსი“ თითქმის გადაწყვეტილია
Le Parisien - ლუის ენრიკე და „ჩელსი“ თითქმის გადაწყვეტილია

„ბარსელონას“ ყოფილი დამრიგებელი ლუის ენრიკე, დიდი ალბათობით, ლონდონის „ჩელსის“ ჩაუდგება სათავეში, – ამტკიცებს ფრანგული გაზეთი Le Parisien-ი.

47 წლის სპეციალისტმა უკვე უთხრა უარი „პარი სენ-ჟერმენის“ წინადადებას და ინგლისური ენის კურსებზე დაიწყო სიარული.

იტყობინებიან, რომ „ჩელსიმ“ ლუის ენრიკეს ზაფხულის ტრანსფერებისთვის საჭირო თანხის გამოყოფის გარანტია მისცა.

ცოტა ხნის წინ დაიწერა, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ნეიმარმა პარიზული კლუბისთვის მწვრთნელად ლუის ენრიკე მოითხოვა.

დატოვე კომენტარი