„ლე მონდი“ – საფრანგეთში საპროტესტო აქციებში 500 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის, 175 000 დემონსტრანტი შეიკრიბა პარიზში

22:19, 17.11.2026

საფრანგეთში საპროტესტო აქციებში 500 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის, 175 000 დემონსტრანტი შეიკრიბა პარიზში. ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციას „ლე მონდი“ შრომის საყოველთაო კონფედერაციის (CGT) და ილ-დე-ფრანსის რეგიონის პროფკავშირების გაერთიანებული ჯგუფის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით აქციებში 146 000 ადამიანი მონაწილეობდა, ხოლო პარიზის პოლიციის პრეფექტურის ინფორმაციით, დედაქალაქში დემონსტრანტების რაოდენობამ 28 000 შეადგინა.

საპროტესტო აქცია თავდაპირველად საჯარო სექტორის პროფკავშირების გაერთიანებულმა ჯგუფმა დააანონსა, თუმცა მას კერძო სექტორის თანამშრომლები და ახალგაზრდებიც შეუერთდნენ.

ილ-დე-ფრანსის რეგიონის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, სამშაბათს, 17:30 საათისთვის, დაახლოებით 30 საგანმანათლებლო დაწესებულების მუშაობა შეფერხებული იყო. მათგან დაახლოებით ათ დაწესებულებას პიროტექნიკული მორტირები ესროლეს, მათ შორის, ხუთ შემთხვევაში შენობების შიგნით. აღნიშნული დაწესებულებებიდან ოთხი იძულებული გახდა, დღის განმავლობაში მუშაობა შეეწყვიტა. რეგიონის ხელისუფლების ინფორმაციით, სამი მოსწავლე მსუბუქად დაშავდა.

მსგავსი