„ლე მონდე“ – ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპაში რუსეთის ჩრდილოვანი ოპერაციების საფრთხე იზრდება და მთავრობას რუსეთის მხრიდან მზარდი ჰიბრიდული თავდასხმებისგან დასაცავად ზომების მიღება დაავალა

18:18, 18.09.2026

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთის ჩრდილოვანი ოპერაციების საფრთხე ევროპაში იზრდება და მთავრობას საფრანგეთის კრიტიკული ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მხრიდან მზარდი ჰიბრიდული თავდასხმებისგან დასაცავად ზომების მიღება დაავალა. ინფორმაციას გამოცემა „ლე მონდე“ ავრცელებს.

„რუსეთის ჰიბრიდული საფრთხე ევროპელებისა და საფრანგეთის წინააღმდეგ გაძლიერდა“, – აღნიშნა მაკრონმა ფრანგ პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ.

მაკრონის თქმით, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი რეგიონების პრეფექტებს შეხვდა, რათა „რუსეთის ჰიბრიდულ თავდასხმებზე რეაგირების მიზნით, სიფხიზლე გაძლიერდეს“.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მთავრობას ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის, თავდაცვის მრეწველობისა და ტექნოლოგიების „ყველაზე მგრძნობიარე“ ობიექტების დრონებისა და კიბერთავდასხმებისგან დაცვის გეგმის მომზადება დაავალა.

როგორც მაკრონმა აღნიშნა, რუსეთის მხრიდან არსებული საფრთხეების მიუხედავად, საფრანგეთი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს და რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ჩრდილოვან თავდასხმებს უპასუხებს.

მსგავსი