Le Figaro -  „ყვითელი ჟილეტების“ წარმომადგენლები მორატორიუმის შესახებ საფრანგეთის მთავრობის ინციატივას არასაკმარისად მიიჩნევენ
Le Figaro - „ყვითელი ჟილეტების“ წარმომადგენლები მორატორიუმის შესახებ საფრანგეთის მთავრობის ინციატივას არასაკმარისად მიიჩნევენ

მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ წარმომადგენლები ექვსთვიანი მორატორიუმის შესახებ საფრანგეთის მთავრობის ინციატივას არასაკმარისად მიიჩნევენ. ინფორმაციას Le Figaro ავრცელებს.

ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენლის ბენჟამინ კოშის განცხადებით, ისინი საწვავზე ფასის მომატების ინიციატივის შეჩერებას კი არა, მის გაუქმებას ითხოვენ. აქტივისტები ამბობენ, რომ საპროტესტო აქციები შაბათს ისევ გაგრძელდება.

საფრანგეთის მთავრობამ საწვავის ფასების ზრდაზე ექვსთვიანი მორატორიუმი გამოაცხადა. საწვავზე ფასების სამთავრობო გეგმას საფრანგეთის მოსახლეობის ნაწილი უკვე მესამე კვირაა აპროტესტებს. ე.წ. ყვითელი ჟილეტების აქციები პოლიციასთან შეტაკებაში არაერთხელ გადაიზარდა.

სამართალდამცველებმა 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, შეტაკებების შედეგად კი 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. საფრანგეთის პრეზიდენტი საწვავზე ფასების გაზრდას გარემოს დაბინძურებასთან ბრძოლის მიზეზით ხსნიდა.