„ლე ფიგარო“ - საფრანგეთის სადაზღვევო კომპანიების ასოციაციამ საფრანგეთში არეულობის შედეგად ზარალი დაახლოებით 650 მილიონ ევროდ შეაფასა
„ლე ფიგარო“ - საფრანგეთის სადაზღვევო კომპანიების ასოციაციამ საფრანგეთში არეულობის შედეგად ზარალი დაახლოებით 650 მილიონ ევროდ შეაფასა

საფრანგეთის სადაზღვევო კომპანიების ასოციაციამ საფრანგეთში მომხდარი არეულობის შედეგად ზარალი დაახლოებით 650 მილიონ ევროდ შეაფასა, – ამის შესახებ „ლე ფიგარო“ წერს.

მედიის ცნობით, ზარალის მაჩვენებელი შეიძლება, კიდევ გაიზარდოს, რადგან პირველი შეფასების შემდეგ ეს მაჩვენებელი გაორმაგებულია.

საუბარია 11 300 განაცხადზე ფიზიკური პირების ან ბიზნესის საკუთრებაში არსებული ქონების ზარალზე.

საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა, ბრუნო ლე მაირმა მოუწოდა სადაზღვევო კომპანიებსა და ბანკებს, გაახანგრძლივონ განაცხადის ვადები და დააკმაყოფილონ ბოლო მოვლენების შედეგად დაზარალებული მომხმარებლების მოთხოვნები.