Le Figaro - ევროკავშირს აქვს მტკიცებულება, რომ ჩინეთი წვრთნიდა რუს სამხედროებს, რომელთაგან ზოგიერთი უკრაინის წინააღმდეგ ომში გაგზავნეს
Le Figaro - ევროკავშირს აქვს მტკიცებულება, რომ ჩინეთი წვრთნიდა რუს სამხედროებს, რომელთაგან ზოგიერთი უკრაინის წინააღმდეგ ომში გაგზავნეს

ევროკავშირს აქვს მტკიცებულება, რომ ჩინეთი რუს სამხედროებს წვრთნიდა, მათ შორის დრონების გამოყენებაში. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გაზეთი Le Figaro ავრცელებს.

ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირის თქმით, ჩინეთმა ასობით ჯარისკაცი გაწვრთნა, რომელთაგან ზოგიერთი შემდგომში უკრაინის წინააღმდეგ ომში იბრძოდა.

„დადასტურდა, რომ ჩინეთმა რუსი ჯარისკაცები გაწვრთნა, რომელთაგან ზოგიერთი შემდეგ პირდაპირ უკრაინის წინააღმდეგ ომში გაგზავნეს“, – განუცხადა წყარომ გაზეთს.

მაღალჩინოსანი ასევე აცხადებს, რომ რუსი ჯარისკაცების გაწვრთნა ჩინეთში რამდენიმე ადგილას მიმდინარეობდა. მისივე თქმით, ეს ინფორმაცია განსხვავდება იმ ოფიციალური ცნობებისგან, რომლებიც ჩინეთმა ადრე ევროკავშირს მიაწოდა.

ამასთან, გერმანული გაზეთის, Die Welt-ის ცნობით, 2025 წლის ბოლოს რამდენიმე ასეული რუსი ჯარისკაცი მონაწილეობდა ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის სასწავლო პროგრამებში ქვეყნის ექვს სხვადასხვა სამხედრო ობიექტზე.

„ეს პროგრამები მოიცავდა უპილოტო სისტემების გამოყენებას, დრონების საწინააღმდეგო ელექტრონულ ომს და მოწინავე საბრძოლო სიმულაციებს“, – წერს Die Welt-ი.