Le 10 Sport-ის ინფორმაციით, გრიზმანმა „ბარსელონასთან" კონტრაქტი გააფორმა
Le 10 Sport-ის ინფორმაციით, გრიზმანმა „ბარსელონასთან" კონტრაქტი გააფორმა

ფრანგულ ინტერნეტრესურს Le 10 Sport-ის ინფორმაციით, მადრიდის „ატლეტიკოს” ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა​ “ბარსელონასთან” პირადი კონტრაქტი გააფორმა. ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ მხარეებმა ჯერ კიდევ 2017 წლის ოქტომბერში მოილაპარაკეს, კონტრაქტი კი ოფიციალურად ამ დღეებში გაფორმდა.

ამ სიახლეს ამყარებს ბოლო დროს გავრცელებული რამდენიმე ინფორმაცია. მაგალითად ის, რომ ფრანგი უკვე ეძებს უძრავ ქონებას ბარსელონაში. გარდა ამისა, ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ გრიზმანმა უარი თქვა “ატლეტიკოსთან” მოქმედი ხელშეკრულების გაგრძელებაზე.

ადრე ისიც იწერებოდა, რომ ფრანგის ხელში ჩასაგდებად, “ბარსელონა” მზად არის, შეელიოს არდა თურანს, ალეიშ ვიდალს, დენის სუარესს, ანდრე გომეშსა და პაკო ალკასერს. ამ გზით კატალონელები მიიღებენ 100 მილიონ ევროს – გრიზმანის კონტრაქტის მიხედვით, სწორედ ეს არის ფეხბურთელის გასაყიდი თანხა.

ანტუან გრიზმანი მადრიდში 2014 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში მან 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 21 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი შეასრულა.

დატოვე კომენტარი