ლაზიზ კუდრატოვი – უზბეკეთი და საქართველო მხოლოდ ვაჭრობაზე არ უნდა შეჩერდნენ, წარმოებაზე გადავიდნენ, წარმოებიდან – ლოგისტიკაზე, ლოგისტიკიდან – ინვესტიციებზე, ინვესტიციებიდან – ერთობლივ ექსპორტზე

14:50, 01.07.2026

უზბეკეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება, თუმცა მხოლოდ ვაჭრობაზე არ უნდა შევჩერდეთ, ახალ საფეხურზე უნდა გადავიდეთ: ვაჭრობიდან – წარმოებაზე, წარმოებიდან – ლოგისტიკაზე, ლოგისტიკიდან – ინვესტიციებზე, ინვესტიციებიდან – ერთობლივ ექსპორტზე. ეს არის ის, სადაც ქვეყნებს ბევრად მეტის გაკეთება შეუძლიათ, – ამის შესახებ უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრმა, ლაზიზ კუდრატოვმა საქართველო-უზბეკეთის ბიზნესფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, რომელიც თბილისში მიმდინარეობს.

მისი თქმით, ორივე ქვეყნის მთავრობები მზად არიან, მხარი დაუჭირონ ბიზნეს გეგმებსა და იდეებს.

„ჩვენ დღეს აქ ვიმყოფებით უზბეკეთის 74 კომპანიასთან ერთად, რომლებიც მოწადინებულნი არიან, ჩამოაყალიბონ მყარი და გრძელვადიანი პარტნიორობა ქართველ კოლეგებთან. ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება. თუმცა მხოლოდ ვაჭრობაზე არ უნდა შევჩერდეთ, ახალ საფეხურზე უნდა გადავიდეთ: ვაჭრობიდან – წარმოებაზე, წარმოებიდან – ლოგისტიკაზე, ლოგისტიკიდან – ინვესტიციებზე, ხოლო ინვესტიციებიდან – ერთობლივ ექსპორტზე. ეს არის ის, სადაც უზბეკეთსა და საქართველოს ბევრად მეტის გაკეთება შეუძლიათ ერთად. ორივე ქვეყნის მთავრობა მზად არის, მხარი დაუჭიროს თქვენს ბიზნესგეგმებსა და ბიზნესიდეებს. მოგიწოდებთ, მაქსიმალურად გამოიყენოთ ამ ფორუმის შესაძლებლობები, შეხვდეთ ერთმანეთს, დაამყაროთ ახალი ბიზნესკონტაქტები, ჩამოაყალიბოთ მყარი პარტნიორობა და თქვენი წვლილი შეიტანოთ ორ ქვეყანას შორის მტკიცე ეკონომიკური კავშირების განვითარებაში. გთხოვთ, ხელიდან არ გაუშვათ ეს შანსი. წარმატებებსა და ნაყოფიერ შეხვედრებს გისურვებთ დღეს“, – განაცხადა ლაზიზ კუდრატოვმა.

მსგავსი