ლაუტარო მარტინესი – ინგლისთან გოლი მატჩამდე დამესიზმრა #1TVSPORT
ინგლისთან მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრის მოგების (2:1) შემდეგ გადამწყვეტი გოლის ავტორმა, არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა, ლაუტარო მარტინესმა საინტერესო კომენტარი გააკეთა:
„ვფიცავ, ეს გოლი დამესიზმრა. მაკალისტერს ვუთხარი, რომ გავიტანდი. სათადარიგოთა სკამზე კი ფაკუ მედინას გავუზიარე, რომ მოედანზე შევიდოდი და მატჩს მოვიგებდით. ასეც მოხდა. ჩვენი ნაკრები აჩვენებს, თუ რა შეუძლია.
ინგლისი 60 წუთი ზეწოლას ახდენდა, მაგრამ მერე დაიღალა, უკან დაიხია და ამან მეტი სიმშვიდე მოგვცა. საბოლოოდ ორი გოლი გავიტანეთ და ისევ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ვითამაშებთ“, – განაცხადა არგენტინის ნაკრების გამარჯვების გოლის ავტორმა, ლაუტარო მარტინესმა.
„ეს უდიდესი სიხარულია ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის. რამდენიმე დღის წინ ვთქვი, რომ ეს გუნდი ყოველთვის მაოცებდა. ინგლისთან ამ მატჩის შემდეგ ძალიან რთულია, ხალხს აუხსნა, მოთამაშეები რას აკეთებენ. ჩვენ ნამდვილად უნიკალურები ვართ და ეს არ არის ამპარტავნებით ნათქვამი“, – ამბობს არგენტინის ნაკრების მწვრთნელი ლიონელ სკალონი.