ლატვიურმა ავიაკომპანია „ეარბალტიკამ“ თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა
ლატვიურმა ავიაკომპანია „ეარბალტიკამ“ თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა

ლატვიურმა ავიაკომპანია „ეარბალტიკამ“ თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა.

ტავჯორჯიას“ ინფორმაციით, რიგიდან თბილისში 126 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო თბილისიდან რიგის მიმართულებით 141 მგზავრი გაფრინდა. აეროპორტში მოსულ მგზავრებს, „ტავის“ ბრენდირებული პირბადეები დაურიგდათ.

ავიაკომპანია 20 აგვისტომდე ფრენებს კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს: რიგა – თბილისი, ყოველ ოთხშაბათს, ხოლო თბილისი – რიგა, ყოველ ხუთშაბათს.

20 აგვისტოდან ფრენები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება: რიგა – თბილისი, ოთხშაბათსა და კვირას, თბილისი – რიგა, ხუთშაბათსა და ორშაბათს. ფრენები Airbus A 220 – 300 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.