ლატვიის საგარეო უწყება - საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლებები მთლიანობაში დაცული იყო
ლატვიის საგარეო უწყება - საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლებები მთლიანობაში დაცული იყო

31 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული და ფუნდამენტური თავისუფლებები მთლიანობაში დაცული იყო, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც უწყებაში აცხადებენ, „ლატვია მიესალმება 31 ოქტომბერს საქართველოში ორგანიზებულ საპარლამენტო არჩევნებს“.

„არჩევნები იყო კონკურენტული, ფუნდამენტური თავისუფლებები მთლიანობაში იყო დაცული. პანდემია იყო გამოწვევა, რომელიც დაძლეულ იქნა. იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების რეკომენდაციების იმპლემენტაცია მოხდება 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურის დროს“, – ნათქვამია ლატვიის საგარეო უწყების განცხადებაში.