ლატვიის საგარეო უწყება - ლატვია საუკეთესო სურვილებს უგზავნის ქართველ ხალხს, მტკიცედ ვრჩებით ერთგული საქართველოს დემოკრატიისა და მისი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისადმი
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
მათივე თქმით, ლატვია საქართველოს დემოკრატიისა და მისი ხალხის ევროპული მისწრაფებების ერთგული მხარდამჭერია.
„საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ლატვია გულწრფელ მილოცვებსა და საუკეთესო სურვილებს უგზავნის ქართველ ხალხს. ლატვია მტკიცედ რჩება ერთგული საქართველოს დემოკრატიისა და მისი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის მიმართ“, – აცხადებს ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.