ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო – არჩევნები, რომელშიც ოპოზიციის ლიდერები დააკავეს, არ შეიძლება, ჩაითვალოს თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებად
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაკავებული, – ამის შესახებ აღნიშნულია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„არჩევნები, რომელშიც ოპოზიციის ლიდერები დააკავეს, დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო საზოგადოება დევნილი იყო და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისის (ODIHR) მიერ არ იყო უზრუნველყოფილი არცერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, არ შეიძლება, ჩაითვალოს თავისუფლად და არც დემოკრატიულად. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაკავებული. ჩვენ მოვუწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ და მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, განაგრძოს ინკლუზიური დიალოგი საქართველოს მოქალაქეებთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
Elections in which opposition leaders have been detained, independent media and civil society have been persecuted, and no OSCE/ODIHR international observation ensured can neither be called free nor democratic.
Georgian authorities have to free all those arbitrarily detained.… https://t.co/FNoREUqq6U
— Latvian MFA 🇱🇻 | #StandWithUkraine 🇺🇦 (@Latvian_MFA) October 6, 2025