ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველი ექიმის გათავისუფლებას ითხოვს
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველი ექიმის გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს „თვითერის“ ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.
„მოვუწოდებთ საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონის დე ფაქტო მთავრობას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია ლატვიის საგარეო უწყების „თვითერის“ ოფიციალურ გვერდზე.
We call on the de facto authorities in #Georgia’s South Ossetia region for
immediate release of Georgian Dr. Vazha #Gaprindashvili. Latvia firmly supports sovereignty and territorial integrity of Georgia within its internationally recognized borders. @MFAgovge @MaisuradzeThea— Latvian MFA (@Latvian_MFA) 22 November 2019