ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ბალტიისპირეთის ქვეყნები საკუთარ ტერიტორიაზე შენგენის ვიზებით რუსეთის მოქალაქეების შესვლის მნიშვნელოვნად შეზღუდვაზე შეთანხმდნენ
ბალტიისპირეთის ქვეყნები საკუთარ ტერიტორიაზე შენგენის ვიზებით რუსეთის მოქალაქეების შესვლის მნიშვნელოვნად შეზღუდვაზე შეთანხმდნენ.
აღნიშნულის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა „ტვიტერის“ მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია.
„ბალტიისპირეთის ქვეყნებმა მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის ფედერაციის იმ მოქალაქეების მიერ საზღვრის გადაკვეთის მნიშვნელოვნად შეზღუდვაზე (გარკვეული გამონაკლისის გარდა), რომლებსაც აქვთ ევროკავშირის შენგენის ვიზა“, – წერს ედგარს რინკევიჩსი „ტვიტერზე“.
მისივე თქმით, გადაწყვეტილებებს ეროვნული მთავრობები ეროვნული პროცედურების შესაბამისად მიიღებენ და ერთდროულად შევა ძალაში.
Baltijas valstis ir panākušas vienošanos būtiski ierobežot (ar dažiem izņēmumiem) robežšķērsošanu Krievijas Federācijas pilsoņiem, kuriem ir ES Šengenas vīzas. Lēmumus pieņems valstu valdības atbilstoši nacionālām procedūrām, tie stāsies spēkā vienlaikus
— Edgars Rinkēvičs (@edgarsrinkevics) September 7, 2022