ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას მიესალმება
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი გამოეხმაურა.
ედგარს რინკევიჩსმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ საშუალებით განაცხადა, რომ ქართველი ექიმის გათავისუფლება სასიხარულო მოვლენაა.
„მივესალმები ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გავრცელებულ სიახლეს“, – განაცხადა ედგარს რინკევიჩსმა.
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც თვეზე მეტი იმყოფებოდა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში, დღეს გაათავისუფლეს.
I welcome and applaud the news on the release of Georgian doctor Vaza #Gaprindashvili 👇
Georgian Doctor Vazha Gaprindashvili Released from Tskhinvali Custody https://t.co/YRCSxXFgzO via @CivilGe— Edgars Rinkēvičs (@edgarsrinkevics) 28 December 2019