ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი – უკრაინა და მოლდოვა ევროპას ეკუთვნის, წინსვლის მკაფიო გზა ასევე გაიცა საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი კრიშიანის კარინში ევროპული საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
„კარგი სიახლე ევროპის საბჭოსგან – უკრაინა და მოლდოვა ევროპას ეკუთვნის. წინსვლის მკაფიო გზა ასევე გაიცა საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის“, – წერს კრიშიანის კარინში.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.
Great news from #EUCO 🇪🇺 – Ukraine and Moldova belong to Europe. A clear path forward has also been given to Georgia and Bosnia and Herzegovina.
— Krišjānis Kariņš (@krisjaniskarins) December 14, 2023