ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი – თბილისში ვიზიტით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას დავუჭერთ მხარს

08:37, 06.08.2018

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში ვიზიტის შესახებ Twitter-ში წერს. ედგარს რინკევიჩსის თქმით, ის პოლონელ და ლიეტუველ კოლეგებთან ერთად ვარშავიდან თბილისში მიემგზავრება, რათა რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავზე ქართველ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადოს.

„მივემგზავრები ვარშავაში, საიდანაც პოლონელ და ლიეტუველ კოლეგებთან ერთად თბილისს ვეწვევი. რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან 10 წლის თავზე, ჩვენ სოლიდარობას გამოვუცხადებთ საქართველოს და მხარს დავუჭერთ მის ტერიტორიულ მთლიანობას“, – წერს ლატვიელი დიპლომატი.

6-7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 10 წლისთავზე, თბილისს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩი, ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლინას ანტანას ლინკევიჩუსი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი და უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრი პავლო როზენკო ეწვევიან.

https://twitter.com/edgarsrinkevics/status/1026314435525320704

მსგავსი