ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოში ვითარება არ გაუმჯობესებულა, ვიცით, რა სურს ქართველ ხალხს, თუმცა, როგორც ჩანს, მთავრობა არ არის დაინტერესებული ევროპული გზით

13:52, 16.03.2026

საქართველოში არაფერი შეცვლილა, სიტუაცია არ გაუმჯობესებულა. ჩვენ ვიცით, რა უნდა ქართველ ხალხს და რას იმსახურებენ ისინი, თუმცა, როგორც ჩანს, ეს მთავრობა არ არის დაინტერესებული ევროპული გზით, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

კითხვაზე, – „რა დამატებითი ზომები შეიძლება მიიღოს ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ“? – ბაიბა ბრაჟემ უპასუხა:

„ჩვენ გვაქვს სრული ნდობა, რომ ქართველი ხალხი სწორ გადაწყვეტილებას მიღებს და ევროპის წინაშე აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს. ისინი უზრუნველყოფენ ქვეყნის წინსვლას“.

მსგავსი