ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ქართველების 80 პროცენტზე მეტი ქვეყნის მომავალს ევროკავშირში ხედავს, ამის მისაღწევად მხოლოდ სიტყვები საკმარისი არაა, საჭიროა მოქმედება და რეფორმები
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ქართველების 80 პროცენტზე მეტი ქვეყნის მომავალს ევროკავშირში ხედავს, ამის მისაღწევად მხოლოდ სიტყვები საკმარისი არაა, საჭიროა მოქმედება და რეფორმები

ქართველების 80 პროცენტზე მეტი თავიანთი ქვეყნის მომავალს ევროკავშირში ხედავს, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე სოციალურ ქსელში წერს.

„იმისთვის, რომ ამას მიაღწიოთ, მხოლოდ სიტყვები საკმარისი არაა, საჭიროა მოქმედება და რეფორმები“, – დაწერა ბაიბა ბრაჟემ.

ამასთან, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება არის გეოპოლიტიკური არჩევანი და ეს არ არის ევროპული მომავალი“.