ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - მაკრონი ახლა ფიქრობს და ლაპარაკობს ისე, როგორც პოლიტიკოსი ბალტიის რეგიონიდან
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - მაკრონი ახლა ფიქრობს და ლაპარაკობს ისე, როგორც პოლიტიკოსი ბალტიის რეგიონიდან

ახლა ის ფიქრობს და ლაპარაკობს ისე, როგორც პოლიტიკოსი ბალტიის რეგიონიდან, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრიშიანის კარინშმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან დაკავშირებით განაცხადა.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება იმ ფაქტს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებით შეხედულებები შეიცვალა.

„თავდაპირველად ის ამბობდა, რომ ჩვენ უნდა გვესაუბრა პუტინთან, არ უნდა დაგვემცირებინა ის. შემდეგ მაკრონი მეორე ეტაპზე გადავიდა, სადაც უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს“, – განაცხადა კრიშიანის კარინშმა.

მისი თქმით, მაკრონი ახლა მესამე ეტაპზეა, სადაც ხვდება, რომ სინამდვილეში რუსეთმა უნდა წააგოს აგრესიული ომი, სხვა შემთხვევაში, ის საფრთხე იქნება ევროპისთვის.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ „დასავლეთის ქვეყნებს შორის ახლა არ არსებობს კონსენსუსი უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე, მაგრამ მომავალში არაფერია გამორიცხული“.