ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში პოლიტიკური კრიზისისა და მისი დემოკრატიული ევროპული მომავლის გადასაჭრელად
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას სოციალური ქსელით ეხმაურება.
ბრაჟეს თქმით, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად.
„შეერთებული შტატების მიერ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოში პოლიტიკური კრიზისისა და მისი დემოკრატიული ევროპული მომავლის გადასაჭრელად, რაც შეესაბამება ხალხის მოთხოვნას“, – წერს ბრაჟე სოციალურ ქსელში.
The United States sanctioning of the Georgian Dream founder Bidzina Ivanishvili is an important move towards solving the political crisis in Georgia and its democratic European future that corresponds to requests of the people.
— Baiba Braže (@Braze_Baiba) December 27, 2024