ლატვიის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე კრიშიანის კარინიში წარადგინა
ლატვიის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე კრიშიანის კარინიში წარადგინა

ლატვიის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე მემარჯვენე ცენტრისტული პარტია „ახალი ერთობის“ წარმომადგენელი კრიშიანის კარინიში წარადგინა. ინფორმაციას სააგენტო Reuters – ი ავრცელებს.

კარინიშის კანდიდატურის წამოყენება ოქტომბერში ჩატარებული არჩევნების შემდეგ მთავრობის ფორმირების უკვე მესამე მცდელობააა. პრეზიდენტის მიერ მანამდე წამოყენებულმა ორმა კანდიდატმა მთავრობის ფორმირება ვერ მოახერხა.

გავრცელებული ინფორმაციით,  „ახალ ერთობასთან“ ერთად,  კოალიაციაში იქნებიან „ეროვნული გაერთანება” და ახალი კონსერვატიული პარტია.

შეგახსნებთ, ლატვიის მეცამეტე მოწვევის სეიმში არჩევნების შემდეგ 7 პოლიტიკური ძალა შევიდა.