ლატვიის პრეზიდენტი – ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, თავისუფლება, დემოკრატია ფასდაუდებელია და მათი დაცვა ყოველთვის აუცილებელია
ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც რინკევიჩი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, თავისუფლების, დემოკრატიის დაცვა ყოველთვის აუცილებელია.
„ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. თავისუფლება, დემოკრატია ფასდაუდებელია და მათი დაცვა ყოველთვის აუცილებელია. ამ მნიშვნელოვან დღეს სრულ სოლიდარობას ვუცხადებ ყველა თავისუფლებისმოყვარე ქართველს“, – წერს რინკევიჩი სოციალურ ქსელში.
Congratulations from Latvia to the people of Georgia celebrating
Independence Day. Liberty and democracy are priceless and must be guarded always. My full solidarity with all freedom loving Georgians at this very important day 🇱🇻 🇬🇪— Edgars Rinkēvičs (@edgarsrinkevics) May 26, 2025