ლატვიის პრეზიდენტი - რუსეთი უხეშად არღვევს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას
ლატვიის პრეზიდენტი - რუსეთი უხეშად არღვევს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას

ლატვიის პრეზიდენტ ეგილს ლევიტსის თქმით, რუსეთი უხეშად არღვევს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს განცხადება ლატვიის ლიდერმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან საერთაშორისო კანონმდებლობისა და გაერო-ს პრინციპების დარღვევა დაუშვებელია, „ნორმად იქცეს“.

„რუსეთი ღიად არ სცემს პატივს საერთაშორისო კანონმდებლობას. ის განაგრძობს უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას. ასეთი უპატივცემულობა საერთაშორისო კანონმდებლობის მიმართ არ უნდა იქცეს ნორმად“, – განაცხადა ეგილს ლევიტსმა.