ლატვიის პრეზიდენტი - ლატვია მიესალმება ალიანსში ფინეთსა და შვედეთს, რადგან ეს არის ნატო-ს მნიშვნელოვანი გაძლიერება
ლატვიის პრეზიდენტი - ლატვია მიესალმება ალიანსში ფინეთსა და შვედეთს, რადგან ეს არის ნატო-ს მნიშვნელოვანი გაძლიერება

ლატვია მიესალმება ალიანსში ფინეთსა და შვედეთს, რადგან ეს არის ნატო-ს მნიშვნელოვანი გაძლიერება, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ეგილს ლევისტსმა ნატო-ს სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ ველოდებით მტკიცე გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით კი, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას“, – განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.

ამასთან, ეგილს ლევისტს კითხვა დაუსვეს უკრაინის დახმარებაზე, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ლატვია უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია.

„ჩვენ ვეხმარებით უკრაინას, უკრაინის დასახმარებლად ჩვენ უკვე გავიღეთ ჩვენი მშპ-ს 0,7%. ესტონეთთან, ლიეტუვასთან და პოლონეთთან ერთად, ეს არის ყველაზე დიდი დახმარება ჩვენს მშპ-სთან მიმართებაში. მოკლედ ვიტყვი უკრაინაზე – უკრაინამ უნდა მოიგოს ომი“, – განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.