ლატვიის პრეზიდენტი – გრენლანდია დანიის სამეფოს განუყოფელი ნაწილია
ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი აცხადებს, რომ გრენლანდია დანიის სამეფოს განუყოფელი ნაწილია.
მისი თქმით, აშშ-სა და დანიას შორის არსებული საკითხის გადაჭრა დიალოგის გზით შეიძლება.
„დანია ძლიერი დემოკრატია და ნატო-ს სანდო მოკავშირეა. გრენლანდია დანიის სამეფოს განუყოფელი ნაწილია. აშშ-ის ლეგიტიმური უსაფრთხოების საჭიროებების გაგების შემდეგ, მჯერა, რომ მათი მოგვარება შესაძლებელია დანიასა და აშშ-ს შორის პირდაპირი დიალოგის გზით და კოლექტიური თავდაცვის ჩარჩოებში“, – წერს რინკევიჩი.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს გრენლანდია საკუთარი ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება. ცოტა ხნის წინ დანიას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს ფინეთისა და შვედეთის ლიდერებმა.
Denmark is a strong democracy and trusted NATO ally. Greenland is an integral part of Kingdom of Denmark. Understanding legitimate security needs of US I believe those can be addressed in a direct dialogue between Denmark and US, and within the collective defence framework.
— Edgars Rinkēvičs (@edgarsrinkevics) January 5, 2026