ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი გახდა
ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი გახდა

ლატვიის პარლამენტმა პრეზიდენტად კოალიციური მთავრობის მიერ წარდგენილი ეგილს ლევიტსი დაამტკიცა. მას სეიმის 100 დეპუტატიდან 61-მა დაუჭირა მხარი.

63 წლის ლევიტსმა თავის მეტოქეებზე იურის იანსონსა და დიძის შმიტსზე მეტი ხმა დააგროვა და რაიმონდს ვეიონისის შემცვლელი გახდა.

ეგილს ლევიტსი ჰამბურგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, ის ლატვიის იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, იყო სეიმის დეპუტატი, რამდენიმე ქვეყანაში ლატვიის ელჩი, ასევე ადამიანი უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე, 2004 წლიდან  – ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მოსამართლე.

ლატვია საპარლამენტო რესპუბლიკაა, ამიტომ პრეზიდენტს ქვეყანაში წარმომადგენლობითი როლი აქვს. თუმცა ლატვიის პრეზიდენტს შეუძლია, მთავრობის ცვლილებისა ან პარლამენტის დათხოვნის შესახებ რეფერენდუმის ინიცირება. მას ასევე აქვს საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის უფლება.

დატოვე კომენტარი