ლატვიის პრეზიდენტი – ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის, დიპლომატია ზოგჯერ რთულ ვითარებაში შეუძლებლის გაკეთების ხელოვნებაა, ლატვია უკრაინის გვერდით დგას
ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას ეხმაურება.
როგორც რინკევიჩსი აღნიშნავს, ლატვია უკრაინის გვერდით დგას.
„უკრაინა რუსული აგრესიის მსხვერპლია. ის იბრძვის ომში მრავალი მეგობრისა და პარტნიორის დახმარებით. ჩვენ არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის. დიპლომატია ზოგჯერ რთულ ვითარებაში შეუძლებლის გაკეთების ხელოვნებაა. ლატვია უკრაინის გვერდით დგას“, – წერს ლატვიის პრეზიდენტი.